Google+

სიახლეები

24.06.2011
საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოების საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარს შტეფან ფულეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტი განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი იყო და ამ მხრივ, ქართულმა მხარემ, რომელსაც სურს ეს პროცესი წლის დამლევიდან დაიწყოს, შტეფან ფულესაგან პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო. შეხვედრისას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გამარტივებული სავიზო რეჟიმიდან ახალ საფეხურზე - უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკების დაწყების პერსპექტივაზეც ისაუბრეს.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)