Google+

სიახლეები

17.07.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „ქართველ ექსპერტებს იშხანში მანამდე დაუშვებენ, სანამ იურიდიული საკითხები მოწესრიგდება“

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თურქეთის პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა და თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლების თაობაზე გადაწყდა, რომ თურქული მხარე იშხანში ქართველ ექსპერტთა ჯგუფს იურიდიული საკითხების მოგვარებამდე დაუშვებს.

„ერთი საათის წინ ვრცელი საუბარი მქონდა თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, რეჯიპ თაიფ ერდოღანთან  და მოვილაპარაკეთ, რომ ქართველ ექსპერტებს იშხანში დაუშვებენ მანამდე, სანამ იურიდიული საკითხები მოწესრიგდება. ისინი ერთად იმუშავებენ იშხანის აღდგენაზე. ეს პროცესი კი არ გაჩერნება, ვიდრე ქართველ სპეციალისტთა დასკვნა არ იქნება ცნობილი. კულტურის სამინიტროს კი შევატყობინე, რომ უფრო აქტიურად იმუშაონ სწორი იურიდიული ფორმების მოსანახად, რადგან, მაგალითად, რაბათში გუმბათის დანგრევა არ უნდა იყოს მოლაპარაკების საგანი. ქვეყანაში იმდენი რამ არის ასაშენებელი, რომ ნგრევა და განადგურება არავისთან არ უნდა იყოს მოლაპარაკების საგანი. პრემიერ-მინისტრი ერდოღანი იყო ძალიან გახსნილი და კონსტრუქციული, მაგრამ მათთან მუშაობა საჭიროა კულტურის სამინისტროს დონეზე. რა თქმა უნდა,  ახლა ბევრი რამ ექსპერტებმა და სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)