Google+

სიახლეები

17.07.2013
საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტართა დელეგაციას შეხვდა

მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაცია, თავმჯდომარის არნო დანჟანის ხელმძღვანელობით, დღეს პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები განიხილეს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. ყურადღება მათ ორმხრივი თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამხვილეს და აღნიშნეს, რომ  ევროპასთან საქართველოს დაახლოების პროცესი კვლავაც აქტიურად უნდა გაგრძელდეს. საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის თემასაც. არნო დანჟანის განცხადებით, ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში სწორედ ამ საკითხების შესასწავლად ჩამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, ევროპის მონიტორინგის მისიის საქმეა, დააკვირდეს და შეისწავლოს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. მან შეშფოთება გამოთქვა ოკუპაციის ხაზის გადმოწევისა და მოქალაქეების გატაცების თაობაზე. არნო დანჟანმა სინანულით აღნიშნა ისიც, რომ არ შედგა პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა.   

„უპირველესად, მინდა გითხრათ, რომ ეს არის დელეგაცია ევროპის პარლამენტის, ევროპის პარლამენტის საგარეო კომიტეტთან შემოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენლობით, უფრო სწორად თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტი და ეს არის  არნო დენჟანი, ამ კომიტეტის თავმჯდომარე. სამწუხაროა, რომ წინასწარ დანიშნული შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან მას შემდეგ გაუქმდა, რაც მათ ვანო მერაბიშვილი ციხეში მოინახულეს. ეს ხალხი აქ საშინაო პოლიტიკაზე სასაუბროდ არ არის ჩამოსული - ეს არის ევროპარლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტი, რომელიც ჩამოვიდა ოკუპაციის შესასწავლად, საქართველოს დამოუკიდებლობასთან და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესასწავლად. ეს არის მრავალპარტიული დელეგაცია, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციებს და თუ გსურს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რამ გააკეთო, მათთან საუბარი ძალზე მნიშვნელოვანია. ეს არ არის პოლიტიკური გემოვნების საკითხი. ერთი მხრივ, მომწონს და მიხარია, რომ პრემიერ-მინისტრმა პოლონეთში ვიზიტი გადაწყვიტა. ამ ვიზიტის თაობაზე პოლონელებს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ ვესაუბრე და პრემიერ-მინისტრსაც უკვე რამდენიმე თვეა აქვს მათგან მოწვევა. ის, რომ იგი პოლონეთში მიდის, უდავოდ, დადებითი მოვლენაა, მაგრამ ასევე მოვუწოდებ მას, რომ ყოველთვის შეხვდეს და ესაუბროს ასეთ დელეგაციებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.  

არნო დანჟანთან ერთად, შესახვედრას ესწრებოდნენ კრჟიშტოფ ლისეკი, ანა გომეს ტერესა, რეირა მადურელი პაველ კოვალი და სხვები. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)