Google+

სიახლეები

20.10.2011
“ Doing Business 2012” - მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის საქართველო პირველია

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის “ Doing Business 2012”-ის მიხედვით მსოფლიოში შესწავლილ 183 ქვეყანას შორის, უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. აღნიშნული კვლევა 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის ივნისის პერიოდის მონაცემების მიხედვით გაკეთდა.

უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში გატარებული რეფორმის შეფასება პროცედურების რაოდენობის, დასარეგისტრირებლად საჭირო დროისა და ფასის ფაქტორების გათვალისწინებით ხდება.
ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველო უკვე მეოთხე წელია სტაბილურად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას: 2008 წელიდან დღემდე “Doing Business ” რეიტინგში საქართველო მეორე ადგილზე იყო, 2007 წელს მეთერთმეტეზე, ხოლო 2006 წელს - მეთექვსმეტეზე.
საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაციას 2004 წლიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. საკანონმდებლო ბაზის შეცვლამ და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვამ შეამცირა უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო პროცედურები და ვადები.
“Doing Business ” მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშია, რომელიც ბიზნეს-რეგულაციებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში იკვლევს. გამოკვლეული ბიზნეს რეგულაციები მოიცავს ბიზნესის წარმოების 10 კატეგორიას: ბიზნესის დაწყება, სამშენებლო ნებართვის აღება, მუშახელის დაქირავება, ქონების რეგისტრაცია, კრედიტის აღება, ინვესტორების დაცვა, გადასახადების გადახდა, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები, კონტრაქტების აღსრულება და ელექტროენერგიის მიღება.

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)