Google+

სიახლეები

10.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილმა და იონას გარ სტორემ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

მიხეილ სააკაშვილმა და იონას გარ სტორემ საქართველოს განვითარების ტემპებზე, უსაფრთხოების საკითხებსა და ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება. საქართველოს პრეზიდენტი აჭარის განვითარების გეგმასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ბათუმი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია რეგიონში. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, საქართველოს აღმშენებლობის პროცესში ნორვეგიის გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია.

„მადლიერი ვართ იმისთვის, რასაც ნორვეგია ჩვენთვის აკეთებს. თქვენი ქვეყანა საკმაოდ აქტიურია მთელ რიგ საკითხებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო. თქვენ, ასევე, გვეხმარებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში. გასაოცარია ისიც, რაც თქვენ ინკლუზიური განათლების პროგრამის თვალსაზრისით გააკეთეთ. ეს არის პატარა, მაგრამ დიდი შედეგის მომტანი ნაბიჯები. თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საქმეში და ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია მისი გაზიარება. საქართვლოს არ აქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ გამორჩეულია ჰიდროენერგორესურსებით.  ენერგეტიკულ პროექტებს კი, გრძელვადიანი სოციალური და ეკონომიკური გავლენა ექნება მთელი რეგიონის მასშტაბით. აქამდე პროექტებს თავად ვქმნიდით, თუმცა ინვესტორთა მოძიება გვიწევდა. თქვენ მიერ განხორციელებული პროექტი იმით არის განსაკუთრებული, რომ მისი იდეაც თქვენ გეკუთვნით და თავადვე ახორციელებთ - თქვენ აშენებთ საქართველოში სიდიდით მეორე ჰესს, რომლის ენერგეტიკული პოტენციალი, დაახლოებით, 500 მგვტ-ია. ეს რაოდენობა საკმარისი იქნება შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და ელექტროენერგიის ექსპორტირების საშუალებასაც მოგვცემს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნორვეგიის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ინვესტორები დაინტერესებული არიან საქართველოს პოტენციალით და მზად არიან კვლავაც განახორციელონ ინვესტიციები. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა დასძინა: „ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, არაკორუმპირებული და ბიზნესის კეთების სიმარტივით გამორჩეული ქვეყანა ვართ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში“.

იონას გარ სტორემ ნორვეგიაში მომხდარი ტერაქტიც გაიხსენა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება ქართველი სტუდენტი გოგონას გადაცვალების გამო. საქართველოს პრეზიდენტმა თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრს და აღნიშნა, რომ თამთა ლიპარტელიანის გარდაცვალებამ მთელი საქართველოს დაამწუხრა.  მისი თქმით, მშობლებმა ერთადერთ შვილს ნორვეგიაში გამგზავრების უფლება მხოლოდ იმიტომ  მისცეს, რომ ამ ქვეყანას ყველაზე ისაფრთხოდ მიიჩნევდნენ. „თუმცა, შემთხვევისგან არავინ არ არის დაზღვეული“, - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.  

„ოსლოში სტუდენტებს შევხვდი და მათ ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე ვესაუბრე. შეხვედრას რამდენიმე უცხოელი სტუდენტი, მათ შორის, ორი ქართველი გოგონა ესწრებოდა. მეორე დღეს დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. იმ ორი გოგონას სახე დღესაც კარგად მახსოვს. ტრაგედიის შემდეგ, ოსლოში იმ ქართველ გოგონასაც შევხვდი, რომელიც ტერაქტს გადაურჩა“, - აღნიშნა იონას გარ სტორემ.  

 

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)