Google+

სიახლეები

15.11.2011
საქართველოს პრეზიდენტი ეგვიპტური მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში სტუმრად მყოფი ეგვიპტური მედიის წარმომადგენლები დღეს  საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ.  ქვეყნის წამყვანი გაზეთებისა და სახელმწიფო არხის ჟურნალისტები ქვეყანაში გატარებული წარმატებული  რეფორმებით, დემოკრატიული ცვლილებებითა და ვარდების რევოლუციის შემდეგ გატარებული რეფორმების მოდელით დაინტერესდნენ.

ეგვიპტელი ჟურნალისტები უკვე რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს სტუმრობენ. მათი ვიზიტის მთავარი მიზანია, ადგილზე გაეცნონ საქართველოს გამოცდილებას და გატარებული რეფორმების შედეგებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ეგვიპტური მედიის წარმომადგენლები  სხვადასხვა  სახელმწიფო  უწყებების პირველ პირებსაც შეხვდნენ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)