სიახლეები
19.08.2013
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება ნასამართლობისა და პირობითი მსჯავრის მოხსნის მსურველთა რეგისტრაციის თაობაზე
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ - მიმართვის შემთხვევაში, შეწყალების აქტით მოუხსნას პირს ნასამართლობა და პირობითი მსჯავრი - საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, მოქალაქეებმა გაიარონ წინასწარი სატელეფონო რეგისტრაცია.
განცხადების შემოტანის მსურველებმა წინასწარი სატელეფონო რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითითებულ ნომრებზე: 2 282736; 2 282681;
ადმინისტრაციის თანამშრომელს მათ უნდა ჩააწერინონ სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. შესაბამისად, რეგისტრაციის მსურველს ადმინისტრაციის თანამშრომელი აცნობებს განცხადების შემოტანის კონკრეტულ თარიღს. მსურველები რეგისტრაციას გაივლიან ადგილზეც, განცხადების შემოტანის დროს.
განცხადების ფორმა