Google+

სიახლეები

11.08.2013
საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში „იმერეთის ღვინის ფესტივალი 2013“ -ს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ღვინის ფესტივალს დაესწრო, რომელიც ამჯერად, ქუთაისში მოეწყო. მიხეილ სააკაშვილმა ტრადიციული წესით დაყენებული, ოჯახური მარნის ღვინოები დააჭაშნიკა და ადგილობრივ მეღვინეებს გაესაუბრა. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა მათთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ფესტივალების გამართვა მეტად მნიშვნელოვანია ქართული ღვინის, მათ შორის, ოჯახური მარნის ღვინოების პოპულარიზაციისა და მეღვინეობის განვითარებისთვის. მისი თქმით, ეს გაზრდის მათ ცნობადობას და ახალი მწარმოებლების კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს. მეღვინეობის განვითარებასთან დაკავშირებით, ადგილობრივებს მან საკუთარი გეგმებიც გააცნო და აღნიშნა, რომ ყვარელში მეღვინეების ცენტრის გახსნას აპირებს.პრეზიდენტის განცხადებით მსგავსი ფესტივალები მთელი საქართველოს მასშტაბით მოეწყობა. იმერეთში კი გაიხსნება მეღვინეობის ცენტრი, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოემსახურება.ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე გამარულ ღვინის ფესტივალში 70 ადგილობრივი მეღვინე მონაწილეობდა,  რომლებმაც იმერული ყურძნის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები წარმოადგინეს.ფესტივალის ფარგლებში მოეწყო იმერული ყველისა და თაფლის დეგუსტაციაც, გაიმართა თეატრალიზებული სანახაობები და გამოფენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატები. ასევე ქუთაისში მეღვინეობასა და მევენახეობასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა. „იმერეთის ღვინის ფესტივალი 2013“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პატრონაჟით გაიმართა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)