Google+

სიახლეები

02.08.2013
საქართველოს პრეზიდენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ახალი ინიციატივებით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ახალი ინიციატივებით მიმართა და თანაგუნდელებს პარტიულ სტუქტურაში კონკრეტული ცვლილებების განხორციელება შესთავაზა. ცვლილებათა პაკეტი ძირითადად მოიცავს ღონისძიებებს, რამაც ნაციონალური მოძრაობის მაქსიმალურად თანამედროვე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი, გაზარდოს გადაწყვეტილებათა მიღებაში წევრების ჩართულობა, გაზარდოს კონკურენტულობა და გამჭვირვალობა პარტიის შიგნით.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აუცილებელია სტუქტურაში ყველა დონეზე იყოს შეჯიბრებითობა და არჩევნები სტანდარტულ და საყოველთაო პრინციპად გადაიქცეს. ამასთან, მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრირებული წევრების 10 პროცენტს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ პარტიის ყრილობა ნებისმიერ დროს მოიწვიოს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ აღნიშნა, საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტი ახალი, ახალი ენერგიით აღსავსე ლიდერებით უნდა დაკომპლექტდეს.  

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, პარტიის თავმჯდომარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ფუნქციის მიუხედავად, ყველა ძირითადი და მიმდინარე გადაწყვეტილება პარტიის მუდმივმოქმედმა საბჭომ უნდა მიიღოს, რაც, მისივე თქმით, ისეთი სტრუქტურის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რომლის ყველა ძირითადი გადაწყვეტილება კოლექტიურად, ხმათა უმრავლესობით იქნება მიღებული. ამას გარდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ინიციატივით, ყველა თანამდებობაზე - შიდაპარტიულ, ადგილობრივ თუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, კანდიდატურები არჩევნების გზით უნდა შეირჩეს. როგორც მან აღნიშნა, იმავე პრინციპით უნდა მოხდეს მერების, დეპუტატებისა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურების დასახელება. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობის დაგეგმვა სექტემბერში შესთავაზა, სადაც მოხდება შეჯერება პარტიის ახალ წესდებასა და სტრუქტურაზე. მისივე ინიციატივით, ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის კანდიდატურების გამოვლენა მოხდება ისეთივე წესით, როგორც ეს საპრეზიდენტო პრაიმერებზე განხორციელდა, ამასთან აღნიშნული რეგულაციები და პროცედურები გაიწერება პარტიის წესდებაში.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილებების ფონზე გაუმჯობესდება შიდაპარტიული მუშაობის ხარისხი,
პარტიის რიგებში გზა გაეხსნებათ ახალ წევრებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიული მომავლის მშენებლობას.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)