სიახლეები
31.12.2011
საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში ქართველი კაპრალის ბესიკ ნინიაშვილის გარდაცვალების გამო. მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს და თანაუგრძნობს მის ნათესავებს, ახლობლებსა და თანამებრძოლებს.
კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან მსახურობდა. ის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა.
ბესიკ ნინიაშვილი სამხედრო დავალების შესრულების დროს, ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.