Google+

სიახლეები

31.01.2012
საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ კერი, ასევე სენატორები რიჩარდ ლუგარი, ბენ კარდინი, ტომ უდალი და ჯეინ შაჰინი ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება იყო, მათ შორის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ასევე განიხილეს  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა. ამას გარდა, მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთერთობის დეტალებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე. სენატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან ჩვენი ქვეყნის ნატო-ში სწრაფვას. მათ ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე თუ განხორციელებული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები. 

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მათ მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და მათ მიერ მიღებული რეზოლუციისთვის, რომელშიც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული.

საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ავტორთან, სენატორ  ჯეინ შაჰინთან მიხელ სააკაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა, რომელმაც საუბრისას, ყურადღება საქართველოს ეკონომიკურ წარმატებებსა და ანტიკორუფციული რეფორმების შედეგებზე გაამახვილა. მისი თქმით, ეს ის მიღწევებია, რომლებიც მსოფლიო ბანკის ანგარიშში აისახა. 

შეხვედრების დროს ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)