Google+

სიახლეები

30.01.2012
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების განცხადებები ორმხრივი შეხვედრის შემდეგ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა

მინდა მივესალმო პრეზიდენტ სააკაშვილს და მის დელეგაციას. ძალიან კარგია, რომ აქ ჩამობრძანდით. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილეს აღვნიშნავთ და ვარდების რევოლუციის 8 წლისთავს.

ვფიქრობ, საქართველომ მართლაც უნდა იამაყოს იმ პროგრესით, რომელსაც მან მიაღწია როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა და დემოკრატიულმა ქვეყანამ.  ერთ-ერთი პირველი, რაც მე გავაკეთე, გამოვხატე ჩემი პატივისცემა იმ ინსტიტუციების მიმართ, რომლებიც საქართველოში აშენდა - უმცირესობებისადმი პატივისცემის, პოლიციის რეფორმის, კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. რა ინსტიტუციებიც ახლა შენდება, ძალიან დიდ გავლენას მოახდენს არა მარტო ახლანდელ თაობაზე საქართველოში, არამედ მომავალ თაობებზეც.

მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენს მიერ უკვე შესრულებული  სამუშაოს მიმართ  და გამოვთქვა იმედი, რომ გაიმართება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები; საქართველოში მალე ძალაუფლების ფორმალური გადაცემა მოხდება, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო განამტკიცებს უკვე განხორციელებულ რეფორმებს.

ჩვენ განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების გზები. ყოველივე ამის შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა,  არის ეკონომიკა. საქართველომ, უდავოდ, ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა ეფექტიანი, თავისუფალი ბაზრის შექმნაში და, რა თქმა უნდა, პროგრესი კვლავაც უნდა გაგრძელდეს. პროგრესის მიღწევაში კი, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ოპიკის კრედიტების გარდა არის ის, რომ შევთანხმდით მაღალი დონის დიალოგზე ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ უნდა განვიხილოთ სამოქმედო გზები თუ როგორ გავაღრმავოთ სავაჭრო ურთიერთობა, მათ შორის, განვიხილეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და ბევრ სხვადასხვაშესაძლებლობასგანვიხილავთ ამ მიმართულებით. მთავარია, რომ ეს მომგებიანი და ურთიერთსასარგებლოა  ორივე ქვეყნისთვის - როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის, რომ საქართველოში განხორციელდეს ინვესტიციები. ჩვენი პროდუქცია უნდა გაიყიდოს საქართველოში და ქართული პროდუქცია უნდა შემოვიდეს ჩვენს ბაზარზე.

რაც შეეხება უსაფრთხოებაა და თავდაცვას, მე მადლიერება გამოვხატე თქვენი პრეზიდენტის მიმართ იმ უდიდესი წვლილისთვის, რომელიც ქართველმა სამხედროებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეიტანეს.

აისაფის პროგრამიის მონაწილე ნატო-ს არაწევრი ქვეყნების  შორის,  საქართველოს სამხედრო ძალებს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ამ ოპერაციაში და მათ, რა თქმა უნდა, სერიოზული დანაკლისიც განიცადეს.

ჩვენ ვისაუბრეთ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში ჩვენ ქვეყნებს შორის. ჩვენი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროშისაკითხების ფართო  სპექტრს მოიცავს. მე კიდევ ერთხელ დავუდასტურე პრეზიდენტ სააკაშვილს ის, რომ შეერთებული შტატები კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი.

დაბოლოს, მინდა ვუთხრა პრეზიდენტს - ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ საქართველომ აირჩია დემოკრატიის, გამჭვირვალეობის გზა, არა მარტო საკუთარითავისთვის, მისი არჩევანი მთელი რეგიონისთვის იქცა მაგალითად. თუ საქართველო შემდგომ წლებშიც გააგრძელებს ასეთ პროგრესს, სულ უფრო მეტი ქვეყანა გააცნობიერებს, რომ თუ საქართველომ შეძლოასეთი ტრანსფორმაცია - ისინიც შეძლებენიგივე გაიმეორონ.

საქართველო  პასუხისმგებლობით ასრულებს  თავის როლს მსოფლიო არენაზე და მრავალმხრივ საერთაშორისო ფორმატებში.

პრეზიდენტის ლიდერობით საქართველომ  უდიდესი ნაბიჯები გადაიდგა და ვიმედოვნებთ, რომ  მომავალში შესაძლებლობას მოვძებნით და კიდევ უფრო განვამტკიცებთ ისედავც მყარ ურთიერთობას ჩვენ ქვეყნებს შორის.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მადლობას მოგახსენებთ.

ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პატივია ოვალურ ოთახში დაბრუნება.

ჩემი ერის სახელით, დიდ მადლობას მოგახსენებთ მტკიცე თანამშრომლობისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენი ადმინისტრაციისა და შეერთებული შტატებისგან ყველა დონეზე ვიღებთ.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი მომავლისთვის, ჩვენი დემოკრატიის მომავლისთვის და რეგიონის მომავლისათვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ყველა მიმართულებით.  

აშკარაა, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის. ძალზე გემადლიერებით თქვენი მხარდაჭერისთვის ნატო-ში გაწევრიანების პროცესში.

ასევე მადლობას გიხდით,თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში გვეხმარებით. ეს მნიშვნელოვანი გზავნილია ჩემი ერისთვის.

ის, რომ თქვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივა ახსენეთ, ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან  თავისუფალი ვაჭრობის  შესაძლებლობა  უფრო მეტ აქტივობას გამოიწვევს და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში დაგვეხმარება.

დიდი მადლობა იმ კომპლიმენტებისთვის, რომლებიც ჩვენი რეფორმების მისამართით გააკეთეთ.

მსურს გითხრათ, რომ ეს რეფორმები ვერ განხორციელდებოდა თქვენი მხარდაჭერისა და თქვენი ადმინისტრაციის რჩევების გარეშე და ამას, რა თქმა უნდა, ვაფასებთ.  

მინდა გითხრათ, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, რომლებიც მალე გაიმართება, ჩვენ გადავდივართ განსხვავებულ კონსტიტუციურ სისტემაზე, რომელიც უფრო აძლიერებს საპარლამენტო ხელისუფლებას. ასევე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მომავალ წელს საქართველოში ახალ პრეზიდენტსაც ავირჩევთ.

ეს პროცესი ხელს შეუწყობს ჩემი ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლას და ბევრად პლურალისტური და მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემო გვექნება.

 ჩვენ  გავაგრძელებთ თქვენთან თანამშრომლობას ყველა ამ მიმართულებით და ამას წინ ვერაფერი დაუდგება. საქართველო განაგრძობს სწრაფვას პროგრესისკენ, განაგრძობს წინსვლას და ამ კურსს ვეღარავინ შეცვლის - ვერაფერი დაგვაბრუნებს ნაკლებად დემოკრატიულ, კორუმპირებულ, რეტროგრადულ პოლიტიკურ სისტემასა და მოთამაშეებთან.

მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი მადლიერება. მე ბედნიერი ვტოვებ თქვენს ოფისს რადგან თქვენგან მივიღეთ ის, რისი მიღებაც გვსურდა.

ბარაკ ობამა: გილოცავთ. მადლობა.

მიხეილ სააკაშვილი: მადლობა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)