Google+

სიახლეები

29.02.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანის „Дождь“-ის შეკითხვებს უპასუხა 

საქართველოს პრეზიდენტს სამუზეუმო-საგამოფენო ცენტრში რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებასთან დაკავშირებით, შეკითხვა ტელეკომპანიის „Дождь“ ჟურნალისტმა დაუსვა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო მზად არის მიიღოს და უმასპინძლოს ნებისმიერ რუს ინვესტორსა თუ ტურისტს, თუმცა არა რუსულ ტანკებს. ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. 

„ხომ ხედავთ, ჩვენ რასაც ვიტყვით, იმას ძალიან სწრაფად ვასრულებთ. ჩვენ ვთქვით, რომ სავიზო რეჟიმს გავაუქმებდით და გავაკეთეთ კიდეც, რადგან თავისუფალი ქვეყანა გვაქვს. რაც უფრო მეტი მოქალაქე ჩამოვა რუსეთიდან ჩვენს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, მით უკეთესი. ამით ისინი უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ ჩვენ შესახებ და უფრო მეტად ისიამოვნებენ საქართველოს ბუნებით, ქართული სტუმართმოყვარეობით, ჩვენი სუფრის ტრადიციებით, ქართული ღვინით და მინერალური წყლებით. მე არ შემიძლია საქართველო მხრებზე მოვიკიდო და სადმე მექსიკასთან გადავიტანო - ჩვენ ვართ რუსეთის მეზობლები, ისევე როგორც რუსები არიან ჩვენი მეზობლები, თუმცა ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე და არა იმ განლაგებით, როგორც ეს კრემლში სურთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)