Google+

სიახლეები

31.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა 

თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, საქართველოს პრეზიდენტი გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების პირველ საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც სტამბულში, 31 მაისს და 1 ივნისს იმართება. მიხეილ სააკაშვილმა უკვე მიმართა ფორუმის მონაწილეებს.  

ფორუმი გააერთიანებს იმ მთავრობებს, მთავრობათაშორის ორგანიზაციებსა და ბიზნესწრეებს, ასევე პირებს, რომლებიც კულტურათაშორისი კონფლიქტისგან თავისუფალი სამყაროს ხედვის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრებისთვის იღწვის.

ფორუმის მსვლელობისას, პარტნიორები ალიანსის მიღწეული შედეგებს განიხილავენ და იმსჯელებენ რიგი საკითხების შესახებ, რესურსების გრძელვადიანი საჭიროების, 2012-2013 წლებისთვის უშუალო მოთხოვნების და UNAOC მიმდინარე სამოქმედო პრიორიტეტების ჩათვლით, რაც მოიცავს წინა მსოფლიო ფორუმების შედეგებთან დაკავშირებულ ახალ პროექტებს.  

ცივილიზაციების ალიანსი წარმოადგენს ესპანეთის პრემიერ–მინისტრის ხოსე ლუის როდროგეს ზაპატეროს მიერ 2005 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 59–ე ასამბლეაზე შემოთავაზებულ ინიციატივას, რომლის ორგანიზება თურქეთის პრემიერ–მინისტრ ერდოღანთან ერთად განხორციელდა.

ამ ინიციატივის მიზანია ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ქმედების აქტივაცია კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი საერთაშორისო დიალოგის მეშვეობით.  

ფორუმს მსოფლიოს 65 ლიდერი დაესწრება.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)