სიახლეები
16.09.2013
საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეუთოს საპარლამეტო ასამბლეის პრეზიდენტს რანკო კრივოკაპიჩს და ასამბლეის გენერალურ მდივანს სპენსერ ოლივერს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, ყურადღება იმ დოკუმენტებზე გაამახვილეს, რომლებიც ასამბლეამ საქართველოსთან მიმართებაში მიიღო, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან, საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციასა და დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. შეხვედრისას ასევე, ასამბლეის ბოლო სესიაზე სტამბულში მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრეს, რომელშიც აღნიშნულია საქართველოში შერჩევითი სამართლისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის გაუმართლებელი წინასწარი პატიმრობის შესახებ.
ამას გარდა მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების და საქართველოსა და მონტენეგროს შორის ორმხრივი ურთიერთობის საკითხები.