Google+

სიახლეები

07.09.2012
მიხეილ სააკაშვილი ჭიკაანის ღვინის ქარხანას  ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი ჭიკაანის ღვინის ქარხანას ესტუმრა და ყურძნის ჩაბარების  პროცესს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილი მომსახურე პერსონალსაც გაესაუბრა და ინფორმაცია ყურძნის ჩაბარების პირობებისა და ფასის შესახებ, ადგილობრივებისგანაც მიიღო. პრეზიდენტის თქმით, მომავალ წლებში პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

გლეხებთან საუბრისას, ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ქართული ღვინის მაღალი ხარისხი მომდევნო წლებშიც უნდა შენარჩუნდეს, ამასთან, აუცილებელია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და გასაყიდი ღვინის რაოდენობის ზრდა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მხოლოდ ასე შევძლებთ სათანადო ადგილის დამკვიდრებას საერთაშორისო ბაზარზე.

„რეკლამა უნდა ვაკეთოთ და ღვინის ექსპორტი გავაორმაგოთ. საქართველოს შიგნით ის ხალხი, რომელსაც საქართველო არ უყვარს, ამბობენ, რომ ჩვენი ღვინო არ ვარგა. ჩვენი ღვინო საუკეთესოა. ახლა ჩამოდიან სენატორები, გუშინ სამი მინისტრი იყო ჩემთან სტუმრად... მთელ მსოფლიოს უნდა გავაცნოთ ქართული ღვინო. ღვინით ხალხმა უნდა იხეიროს, მაგრამ მას არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ იდეოლოგიური მნიშვნელობაც აქვს. რამდენი ოფიციალური შეხვედრაც არ უნდა მქონდეს, მაინც აქ მოვდივარ, რომ რთველს დავესწრო და ყველა ქარხანა დავათვალიერო. ახლა მთავარია მოსავალი დავაბინაოთ და ბარაქა შევიდეს ოჯახებში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა მათთან საუბრისას. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)