Google+

სიახლეები

06.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრა დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში საქართველოს სწრაფვა და არჩევნების დემოკრატიულად გამართვის მზაობა. ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მან ყურადღება საქართველოში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე  ცვლილებებით ქვეყანა კიდევ უფრო უახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო-ს სახით საქართველოს დიდი მეგობარი ჰყავს და მისი მომავალი სწორედ ნატო-ს შემადგენლობაშია.  

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმაც და  ანდერს ფოგ რასმუსენმაც ყურადღება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და მომავალი არჩევნების დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრეს.   

„საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენი რეფორმები, ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის კვლავაც გაგრძელდება. საქართველო გააგრძელებს სვლას დემოკრატიის გზით, ჩვენ გავმართავთ ყველაზე თავისუფალ და გამჭირვალე არჩევნებს საქართველოს ისტორიაში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სვლას თავისუფლების გზით ისტორიული არჩევანისკენ; ჩვენ განვაგრძობთ სვლას თავისუფალი, წარმატებული, საქართველოსკენ! ჩვენი კონტაქტები ნატო-სთან ძალზე მნიშვნელოვანია; უმნიშვნელოვანესია ის, რომ გენერალური მდივანი არის აქ, თბილისში... თუკი შეიძლება ნატოს გენერალური მდივანი ქართველი იყოს, მაშინ ეს ნამდვილად არის ანდერს ფოგ რასმუსენი...“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)