Google+

სიახლეები

06.09.2012
მიხეილ სააკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრებს ყვარელში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა შვედეთისა და პოლონეთის საგარეო მინისტრებს ყვარელში საკუთარ კარ-მიდამოში უმასპინძლა. კარლ ბილდტსა და რადოსლავ სიკორსკის მიხეილ სააკაშვილი ქართულ ტრადიციებზე ესაუბრა. პრეზიდენტთან ერთად, მათ, სიმბოლურად, რთველშიც მიიღეს მონაწილეობა და ყურძენიც თავად დაწურეს. მოგვიანებით, პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრებს ქართული პურიც დააგემოვნებინა.

„ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა მთელ მსოფლიოში ხარჯავს ფულს იმისთვის, რომ  ქართული ღვინის ხარისხი აძგოს და არავის არ გაუჩნდეს მისი დალევის სურვილი. თითქოს ის არ გვეყო, რომ ჩვენი მეზობლები აკეთებდნენ ამას. ახლა ქვეყნის შიგნით გაჩნდა ასეთი ხალხი... ეტყობა ჩვენ და ეს ხალხი სხვადასხვა ქვეყანებში ვართ დაბადებული... ყურებს არ დავუჯერე, როცა გავიგე, რომ ამბობდნენ: არაფრად არ ვარგა ქართული ღვინო“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა მათთან საუბრისას.  

ყვარელში ქვეყნის პირველმა პირმა ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღო.  ქართული ღვინისა და ჭაჭის დაყენების ტექნოლოგია მიხეილ სააკაშვილმა რატუ ინოკე კუბუაბოლასაც გაუზიარა და მას ყურძნის ქართული ჯიშების უნიკალურობაზე ესაუბრა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, ქართული ღვინო არაფრით არ ჩამოუვარდება მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს, როგორიც არის ტოსკანა და სასიკაია. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)