Google+

სიახლეები

04.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა დაკრძალვას დაესწრო 

საქართველოს პრეზიდენტი ლაფანყურში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელის არჩილ ჩოხელისა და  სამხედრო ექიმის ვლადიმერ ხვედელიძის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვლადიმერ ხვედელიძე სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. მიხეილ სააკაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს პირადად მიუსამძიმრა და თანაგრძნობა გამოუცხადა მათ ახლობლებს. 

სამტრედიასა და მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)