Google+

სიახლეები

01.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიაში ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დეტალებს გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიას ესტუმრა და იმ ახალი გრანდიოზული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დეტალებს გაეცნო, რომელიც ინდური ინვესტიციით აშენდება. მიხეილ სააკაშვილმა ამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ღნიშნა, ანაკლია სწორედ ის ადგილია, სადაც მსგავსი ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს. მისი თქმით, უკვე დაიწყო ქალაქი ლაზიკას მშენებლობა და ანაკლიაში, რომელიც მისი გაგრძელება იქნება, მომავალი უახლოეს წლებში 11 საუკეთესო სასტუმრო იქნება.

„ამჯერად, ტურისტულ სექტორში პირველი საერთაშორისო ინვესტიცია ლაზიკის ზონაშიმივიღეთ. ეს ყველაფერი არის ლაზიკის ზონა. მომავალი წლის მიწურულს ლაზიკა-ანაკლიის ზონაში, პრაქტიკულად, 6 მაღალი დონის სასტუმრო სასტუმრო იქნება. ამ სასტუმრო-კომპლექსს ინდოელი ინვესტორები ძალიან სწრაფად და ხარისხიანად ააშენებენ. ეს არის საუკეთესო პროექტი, რომელიც მსოფლიოს მასშატაბით მინახავს. როდესაც ამ ადგილს ვავითარებდით, წარმომედგინა, რომ აქ რაღაც ამგვარი უნდა ყოფილიყო: კოტეჯები, შიგნით აუზები, როგორიც არის ტაილანდში, დუბაისა და მსგავს ადგილებში. კლიმატი დაადგილი ამას ზუსტად შეესაბამება და სწორედ ასეთი პროექტი წარმოადგინეს. აქ დასაქმდება რამდენიმე ასეული ადამიანი, ინვესტორი იყიდის გამოიყენეს იმ პროდუქციას, რომელიც გარშემო იწარმოება.  ალბათ,აქ,ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები დაისვენებენ, რადგანაც ეს კურორტი ყალიბდება როგორც შიდა ქართული მნიშვნელობის კურორტი. 6 სასტუმროდან ხუთზე ჩვენ ვმუშაობთ. საწყის ეტაპზე ქალაქ ლაზიკას გაგრძელებასა და ანაკლიაში იქნება 11 სასტუმრო. 3 უკვე გახსნილია და მუშაობს. სხვათა შორის, მუდმივად სავსეა ახლაც კი, როდესაც სეზონი დამთავრებისკენ მიდის, რაც ძალიან მახარებს. არავის არ სჯეროდა, რომ აქ რაიმე გაკეთდებოდა, მაგრამ ჩვენი პროექტები თანდათან ისხავმს ხორცს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

54-ნომრიანი სასტუმროს გარდა, კომპლექსს ექნება 98 კოტეჯი, მათ შორის, წყალზე მოტივტივე და ლუქს კლასის ვილები, ლაგუნას ტიპის ხელოვნური ტბა, საცურაო აუზები და კორტები.კომპლექსი დამსვენებელს სპა ცენტრის გამაჯანსაღებელ პროცედურებსაც შესთავაზებს, ღამის გართობის მოყვარულებს დისკოტეკები, ხოლო აზარტული თამაშების მოყვარულებს კაზინო უმასპინძლებს. კომპლექსს ასევე ექნება თანამედროვე ბიზნეს ცენტრი და საკონფერენციო დარბაზი. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)