Google+

სიახლეები

06.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი კარალეთში ოლიმპიური ჩემპიონის  ოჯახს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი კარალეთში დღეს ოლიმპიური ჩემპიონის  ოჯახს ესტუმრა. ლაშა შავდათუაშვილის მშობლებს მიხეილ სააკაშვილმა შვილის წარმატება მიულოცა. თავად ოლიმპიურ ჩემპიონს კი, რომელიც ლონდონში იმყოფება, ქვეყნის პირველი პირი ტელეფონით ესაუბრა.

„მართლაც მაგარი ბიჭია ლაშა, გულწრფელი, შრომისმოყვარე და მებრძოლი... ძალიან კარგ განწყობა შეუქმნა ხალხს. თქვენი კომენტარი მოვისმინე, რომ როცა გვბომბავდნენ მაშინაც ვარჯიშობდაო. აი ეს არის ბრძოლისუნარიანობა. ახლა მთავარია, არ ჩათვალოს, რომ ძალიან ბევრს მიაღწია და ვარჯიში განაგრძოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.

ლაშა შავდათუაშვილის ოჯახის წევრებმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადეს იმ დახმარებისა და თანადგომისთვის, რომელსაც სახელმწიფო სპორტსმენებს უწევს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)