Google+

სიახლეები

04.08.2012
მიხეილ სააკაშვილი ჩხოროწყუში მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ჩხოროწყუში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მას სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმ პრიორიტეტულ სოციალურ პროექტებზე გაამახვილა, რომლლებიც სექტემბრიდან ამოქმედდება. გამოსვლისას, ქვეყნის პირველმა პირმა  დასაქმებისა და იმ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებში ადგილობრივების დასაქმებას შუწყობს ხელს.

 
„საქართველოში ყველა ადამიანი იქნება დაზღვეული, ყველა ადამიანი იქნება დაცული, ყველა ადამიანი უნდა იყოს ჯანმრთელი და გარანტირებული, რომ სახელმწიფო დაუდგება გვერდზე.  ჩვენ ვაკეთებთ დასაქმების პროგრამებს და ხშირად ბევრს აინტერესებს რას ითვალისწინებს ეს პროგრამა. მაგალითად, დღეს 2 ახალი კურორტის მშენებლობა დავიწყეთ აჭარაში. ვხსნით ახალ ბულვარს და აკვა პარკს ანაკლიაში. ყოველივე ეს უცხოელებისთვის კი არა, უპირველეს ყოვლისა, თითოეული ჩვენგანისთვის, იმ ხალხისთვის კეთდება, ვინც ამ კურორტების გარშემო ცხოვრობს. ეს კეთდება იმ ხალხისთვის, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას საკუთარი მეურნეობის წარმოებაში, შვილებისთვის საუკეთესო განათლების მიცემაში, თავისი მომავლის გარანტიები შექმნაში. დღეს ჩვენი მოწინააღმდეგის ფულით დაფინანსებული ხალხი გამოსულია ასპარეზზე დასანგრევი და იმ ობიექტების გრძელი სიით, რომელთა აშენებაშიც ჩვენთვის ხელის შეშლა სურთ. მინდა ყველას, მათ შორის, თქვენ გითხრათ: ჩვენ დასანგრევი საქართველოში არაფერი არ გვაქვს, ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს ასაშენებელი. ჩვენ გავაგძელებთ აღმშენებლობას და საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მდიდარი, წელში გამართული ქვეყანა. ჩვენ აუცილებლად  წავალთ წინ და ვეღარავინ დაგვაბრუნებს წარსულში“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
 
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა საპენსიო პაკეტის გაზრდაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მალე პენსიონერები 100 დოლარიან პენსიას მიიღებენ.
 
„მე წინა არჩევნებზე როცა მოვედი აქ გითხარით, რომ გვექნებოდა 100 დოლარიანი პენსია. მე დავამთავრებ საპრეზიდენტო მეორე ვადას ისე, რომ მიუხედავად იმისა რომ ომი იყო, კრიზისი იყო, ყველანაირმა უბედურებამ ჩვენ თავზე გადაიარა, საქართველოში იქნება 100 დოლარიანი პენსია, როგორც მე მოგახსენეთ და ეს აუცილებლად მოვა ყველა ოჯახში“ - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მიხეილ სააკაშვილმა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსთან ერთად მშენებარე ტაძარიც დაათვალიერა.  პრეზიდენტმა მეუფე შიოსთვის მიცემული პირობაც გაიხსენა და აღნიშნა რომ ახალი ტაძარი აუცილებლად აშენდება.
 
„მეუფე შიოს ადრე დავპირდი და დღეს ვაცხადებთ, რომ ჩვენ, ყველანი ერთად დავასრულებთ ჩხოროწყუში ტაძარს და ყველანი ერთად გავხნით კიდეც მას. საქართველო გააგრძელებს შენებას და განვითარებას, საქართველოს მთავრობა არასდროს არ ყოფილა ისეთი ძლიერი როგორც ახლა, მაგრამ ჩვენი სიძლიერე განპირობებულია თქვენი მხარდაჭერით, იმით, რომ ჩვენ ერთნი ვართ, იმით, რომ ბევრი ვართ, თანაც ნიჭიერები, გაუტეხელები, ოპტიმისტები და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა მიხეილ საკაშვილმა. 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)