Google+

სიახლეები

02.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ხელვაჩაურში ავეჯის ქარხანა დაათვალიერა

მიხეილ სააკაშვილი დღეს გონიოში ავეჯის ქარხანაში იმყოფებოდა. პრეზიდენტი „სალოღლუ ჯორჯია“-ში სამუშო პირობებს ადგილზე გაეცნო და საწარმოს ხელმძღვანელს გაესაუბრა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი განვითადეს და ქარხანაში რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი დასაქმდეს. მიხეილ სააკაშვილი ავეჯის ხარისხითაც დაინტერესდა და საწარმოს განვითარების პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ამ ქარხანამ გული გამინათა. საუკეთესო ავეჯია და, რაც მთავარია, გემოვნებით არის გაკეთებული. რამდენადაც ვიცი, ცალკე საწარმოც გექნებათ, რომელიც მასალას შემოიტანს უცხოეთიდან. ეს ამერიკული ინვესტიციით განხორციელდება, მაგრამ, რეალურად, ქართველებს დაასაქმებს. ცოტა ხნის წინათ, ვაშინგტონში ჩემს ლექციას ესწრებოდნენ ქართველები მაიამიდან, რომლებიც აპირებენ ფული საქართველოში ჩადონ. მათ ლევან ვარშალომიძეც დაუკავშირდა და დააინტერესა ისინი, რადგან ამ ქვეყანაში  ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, დიდი პერსპექტივაა. რაც შეეხება  კვალიფიკაციას, ჩვენ სწრაფად ვიმაღლებთ მას და, შესაბამისად, ჩვენი ხალხი უნდა დავასაქმოთ. აქ ადრე ჩაის ფაბრიკების დასახლება იყო, მაგრამ ამ კორპუსებში ხალხს ძალიან უჭირს. ბათუმი ახლა ძალიან სწრაფად შენდება და თუ ამ ხალხმა არ ისარგებლა, არაფერს არ ექნება მნიშვნელობა. ამიტომ, ყველაზე გაჭირვებულებს უნდა  დავეხმაროთ. მათთვის კი, ყველაზე კარგი სოციალური პროგრამა, ახლა, დასაქმებაა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ავეჯის ქარხანა აზერბაიჯანული ინვესტიციით აშენდა და საყოფაცხოვრებო მოხმარების, მათ შორის, რბილ ავეჯს აწარმოებს. იქ 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული. ქარხანს უკვე აქვს შეკვეთები როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიებისგან. კომპანიას ფილიალი დუბაიშიც აქვს.

ამჟამად ავეჯის ქარხანა „ორბი ჯგუფის“ შეკვეთაზე მუშობს. სასტუმრო-კომპლექსი, რომლის მშენებლობას საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ჩაუყარა საფუძველი, აქ ნაწარმოები ავეჯით მოეწყობა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)