Google+

სიახლეები

01.08.2012
პრეზიდენტის განკარგულებით საპარლამენტო არჩევნების თარიღად 1 ოქტომბერი განისაზღვრა

დღეს, პრეზიდენტის პრესსპიკერმა სპეციალური განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

„საქართველოს  პრეზიდენტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი  მთავრობის მზაობას  იმის თაობაზე , რომ შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნები იქნება  თავისუფალი და სამართლიანი,  საარჩევნო კამპანია კი ღია და  გამჭვირვალე. დღეს  კიდევ ერთხელ  გვინდა  გამოვთქვთ  რწმენა , რომ  ეს  არჩევნები  და ეს კამპანია იქნება სამაგალითო. მინდა უბრალოდ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ის ნაბიჯები, რომლებიც ბოლო  პერიოდში გადაიდგა  ამ  მიმართულებით.

პირველ რიგში შეგახსენებთ,  რომ საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ  აპრილის თვეში გამოვიდა ინიციატივით  გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მოწვევის თაობაზე, რომლის  საფუძველზეც დაიწყო  საქართველოს მთავრობამ აქტიური  კონსულტაციები ევროკავშირის , ეუთოს, ევროსაბჭოს შესაბამის სტუქტურებთან და სხვა   ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

შემდეგი მნიშვნელოვანი  ქმედება ეხება   საარჩევნო სიების დაზუსტებას.

ვფიქრობთ, შესაბამისი კომისიის მუშაობამ  კონკრეტული შედეგი გამოიღო.

აქვე  შეგახსენებთ, რომ   გუშინ  არაერთმა   საერთაშორისო დამკვირვებელმა კმაყოფილება გამოთქვა   ჩატარებულ  სამუშაოებთან დაკავშირებით“ - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძის თქმით, საკმაოდ აქტიურად მუშაობს  უშიშროების საბჭოსთან  არსებული  უწყებათაშორისი კომისია, რომელიც  ყველა სადაო საკითხს  ოპერატიული რეაგირების რეჟიმში განიხილავს. ამასთან დასძინა, რომ მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, რომლის საფუძველზეც  ყველა საკაბელო მაუწყებელი იღებს ვალდებულებას საარჩევნო კამპანიის  განმავლობაში უზრუნველყოს ტელეკომპანიათა  ჩართვა  შესაბამის  ქსელებში.

პრესსპიკერმა იმ დოკუმენტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც არასამთვრობო სექტორის  აქტიური მონაწილეობით შეიქმნა  და უკავშირდება პოლიტიკური პარტიების მიერ კამპანიის წარმოებისას ქცევის  შესაბამისი  ნორმების  დაცვის  ვალდებულებას.

„ჩვენ დღესაც ვიტოვებთ იმედს, რომ ყველა  პოლიტიკური ძალა  შეუერთდაება  და ხელს მოაწერს  აღნიშნულ დოკუმენტს. დოკუმნეტს, რომელიც  პოლიტიკური პარტიებისა და  არასამთავრობო  სექტორის ერთობლივი ძალისხმევით  ფართო  კონსენსუსის შედეგად  იქნა  მიღებული. სწორედ ამ სულისკვეთების  გათვლისწინებით  დღეს  გვინდა  გაცნობოთ,  რომ არჩევნები  დაინიშნა და ის 2012 წლის  1 ოქტომბერს ჩატარდება. ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2012 წლის 1 ოქტომბერს დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ  ოქტომბრის არჩევნები კიდევ  ერთი დასტური  იქნება  ქართული დემოკრატიის სიმწიფისა და  სიცოცხლისუნარიანობის,  გადაიდგმება  უმნიშვნელოვანესი  ნაბიჯები ჩვენი  სახელმწიფოებრიოების შემდეგომი განმტკიცების გზაზე. აქვე  საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს  ყველა მოქალაქეს   აქტიური მონაწილეობა მიიღოს  ჩვენი  ქვეყნის განვითარებისათვის   ამ  მნიშვნელოვან პროცესში“ - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)