Google+

სიახლეები

02.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის კვირეულის მონაწილეებს მიმართა

უპირველეს ყოვლისა, მოხარული ვარ გიმასპინძლოთ აქ, პრეზიდენტის სასახლეში.

ეს ღონისძიება ყოველ წელს სულ უფრო ფართომასშტაბიანი, საინტერესო და უკეთესი ხდება, რადგან ჩვენ ევროპის შემადგენელი ნაწილი ვართ.  

მთავრობის შემადგენლობაში, პირველად, 2001 წელს, იუსტიციის მინისტრის რანგში გამოვჩნდი.

მაშინ, როდესაც ხალხი ამ [ევროკავშირის] დროშას უყურებდა, მას ეგონა, რომ ახალი საელჩო გაიხსნა - ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უპირველესად, ეს დროშა ავწიეთ და ბავშვებს ევროპული ჰიმნი მოვასმენინეთ.

ეს დროშა ჩვენ პარლამენტის წინ დავკიდეთ - უფრო სწორად რომ ვთქვათ, პარლამენტის ძველი შენობის წინ, რადგან საქართველოს უკვე პარლამენტის ახალი შენობა აქვს.    

ამ ფაქტმა ევროპელი მინისტრები და სახელმწიფოების მეთაურები გააოცა, ზოგიერთმა მათგანმა, ამასთან დაკავშირებით, პროტესტიც კი გამოთქვა.

ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ამით ვტრაბახობდით, რადგან ვერ ხვდებოდნენ თუ რატომ ფრიალებდა ეს დროშა აქ - ამ ღარიბ, სასოწარკვეთილ ქვეყანაში. 2008-09 წლებამდე საქართველოს ევროპულ პრესაში „პატარა“, „ღარიბ“ და „კორუმპირებულ“ ქვეყნად მოიხსენიებდნენ. 

საქართველოს სავიზიტო ბარათი სწორედ ეს სიტყვები იყო.

რა ევროპული დროშა? თქვენ რა, ხუმრობთ?.. ჩვენთან ხომ მოსახლეობის 53 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო...

ახლა კი ევროკავშირში ინტეგრაციის გაზაზე ჩვენ წინ მივიწევთ, თან ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა.  

რამდენიმე დღეში სამოქმედო გეგმაც გამოცხადდება ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზების ლიბერალიზაციასა და უვიზო მიმოსვლის თაობაზე.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის კვლევების თანახმად, საზღვრების კონტროლის თვალსაზრისით, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა ვართ ევროპის მასშტაბით.

საქართველო პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც ელექტრონული „ჭიშკრები“ აქვს - თუკი თქვენ პასპორტში ელექტრონული ჩიპი გაქვთ, საზღვრის გადალახვა შესაძლებელია ისე, რომ მესაზღვრეებთან შეხებაც არ მოგიწევთ. თუმცა მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა.

ასე რომ, ევროკავშირთან ჩვენ უვიზო მიმოსვლა გვექნება.

ამას გარდა, ვმუშაობთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგი წლის დამლევს იმაზე დიდ შედეგს მივაღწევთ, ვიდრე თურქეთმა მიღწია საბაჟო კავშირის შედეგად.

ამით თურქეთი მკვეთრად განვითარდა, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველოს ამის ბევრად მეტი შანსი აქვს.  

ევროკავშირთან ჩვენ გვექნება შეთანხმება ასოცირებული წევრობის შესახებ და ყველა იმ ნაბიჯს გადავდგამთ, რომელიც საჭიროა სრულფასოვან გაწევრიანებასთან დაკავშირებული დიალოგის  დასაწყებად.

უკვე დაიწყო ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი - შარშან ეს პრეზიდენტ სარკოზისგანაც მოვისმინე.

ბოლო თვეების განმავლობაში ეს სულ უფრო ხშირად მესმის ევროპელი ლიდერებისგან და ამას უკვე ჩვენც ვეჩვევით. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა - თაობებისა და ასწლეულების ოცნება საქართველოსთვის.

უკანასკნელ პერიოდში ქართველი მეფეების წერილებს ვკითხულობდი, რომლებსაც ისინი რომის პაპს სწერდნენ იმის შესახებ თუ რამდენად კარგი ქვეყანა იყო საქართველო, სად მდებარეობდა ის, როგორ მოწონდათ ევროპა და ყურადღებასა და მზრუნველობას ითხოვდნენ. მათ ყველა დიდ მონარქთან, მათ შორის, ლუი მეთოთხმეტეს კარზეც გაგზავნეს დელეგაცია... იმ დროს საქართველოს მოსახლეობის ერთმა ნაწილმა კათოლიკური სარწმუნოებაც მიიღო, რათა ხაზი გაესვა ევროპასთან ჩვენი კავშირისთვის.

მაშინ ევროპის დანარჩენი ნაწილი ჩვენით დაინტერესებული არ იყო, ქართველები კი უცხო მმართველებისგან თავის დაღწევასა და ევროპასთან დაახლოებას ცდილობდნენ...

დღეს სხვა პირობებში ვცხოვრობთ. ასეთი ოპტიმისტური განწყობა არასდროს არ მქონია.

ეს არის ჩვენი ევროპული დიპლომატიის უდიდესი ცვლილება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)