Google+

სიახლეები

06.05.2012
საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრს სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა 6 მაისს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციის გარდაქმნის საქმეში შეტანილი წვლილისთვის სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტმა მიმართვისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება პოლიციის სისტემაში გატარებულ რეფორმებსა და მის მნიშვნელობაზე და, კერძოდ, ამ საქმეში მინისტრის დამსახურებაზე.

 „დღეს რამდენიმე ათეული ქართველი პოლიციელი იღებს სახელმწიფო ჯილდოს - სხვადასხვა სახის ორდენებს. თუმცა მანამდე, მინდა თქვენის და ჩვენი სახელით მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა მინისტრს  ივანე მერაბიშვილს, რომელმაც ყველა ჩვენგანთან ერთად, გადამწყვეტი როლი შეასრულა ქართული პოლიციის დღევანდელი სახით ჩამოყალიბებაში. მინდა თქვენი სახელით მას წმინდა გიორგის ორდენი გადავცე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჯილდოს გადაცემის ცერემონია გორში პოლიციის დღისადმი მიძღვნილი აღლუმზე გაიმართა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)