Google+

სიახლეები

02.04.2012
საქართველოს პრეზიდენტი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

მიხეილ სააკაშვილი ხვალ ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილი და ანდერს ფოგ რასმუსენი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ქართული მხრიდან ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას ასევე დაესწრებიან საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში გეგა მგალობლიშვილი. ნატო-ს მხრიდან სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდერ ვერშბოუ, ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და ნატო-ს უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დირკ ბრენგელმანი. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)