Google+

სიახლეები

03.12.2011
საქართველოს პრეზიდენტმა გლდანის პროფესიული გადამზადების ცენტრის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გლდანში პროფესიული გადამზადების ახალი ცენტრისა და თანამედროვე სპორტული კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მიხეილ სააკაშვილმა შენობის საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩადო და შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. საუბრისას, პირველმა პირმა იმ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შემდეგ ორ წელიწადში იმაზე ბევრად მეტი უნდა გაკეთდეს, ვიდრე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაკეთდა, რადგან სხვაგვარად, პრობლემებისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვა, მას შეუძლებლად მიაჩნია. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უმუშევრობა და უპერსპექტივების განცდა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაბარდეს წარსულს. მგავსი ცენტრების გახსნა კი, პრეზიდენტის განცხადებით, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დასახული მიზნის მისაღწევად.

„ჩვენ შევქმნით ცენტრს, რომელიც იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ შრომის ბაზრისთვის ისე, რომ უმუშევრობასა და უპერსპექტივობას ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა მიმართვისას. 
გლდანში პროფესიული გადამზადების ცენტრი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შენდება და რომელსაც მან პირადად ჩაუყარა საფუძველი, ექსპლუატაციაში მაისის დამლევს შევა. ამ ცენტრის მთავარი ფუნქცია კადრების პროფესიული გადამზადება და შრომით ბაზარზე მათი დასაქმება იქნება. გადამზადება  აქ ტექნიკური დარგების მიმართულებით წარიმართება და პროფესიის ათვისება ყველა ასაკის მსურველს შეეძლება. 
კეთილმოეწყობა ცენტრის მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, აშენდება საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პროფორიენტაციის ცენტრები გაიხსნება სამგორის, ვაზისუბნის, ვარკეთილის ნაძალადევისა და საქართველოს სხვა რაიონებში. თითოეულ მათგანს, ისევე, როგორც გლდანის ცენტრს, საქართველოს პრეზიდენტი თავად უხელმძღვანელებს.    
 


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)