Google+

სიახლეები

07.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა კახეთის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაასაჩუქრა

საქართველოს პრეზიდენტი ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში დღეს კახეთის ოთხი რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა.  მოზარდებთან  საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლების დონის ამაღლებაა, ამიტომ, მათი უმთავრესი მიზანი სრულფასოვანი განათლების მიღება უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილმა მოსწავლეებს აღუთქვა, რომ კარგი სწავლის შემთხვევაში, სახელმწიფო ხელშეწყობას არ მოაკლებს მათ და ყველანაირად წაახალისებს, რადგან ქვეყანაში მთვარი გამწევი ძალა სწორედ ახალგაზრდები უნდა იყვნენ. მან თითოეულ მათგანს მოუწოდა, რომ მუდმივად შეეჯიბრონ თანატოლებს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.   

ყვარლის, სიღნაღის, გურჯაანის და თელავის იმ მეათეკლასელებმა, რომლებმაც სკოლის საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, პრეზიდენტისგან საჩუქრად საქართველოში წარმოებული პორტატული კომპიუტერები მიიღეს.

მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)