Google+

სიახლეები

07.09.2011
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის ქალაქ ნოვი სონჩში , ახალგაზრდა ლიდერთა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში იღებს მონაწილეობას, რომლის მსვლელობისას მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა. ოფიციალური გამოსვლის შემდეგ, შეხვედრაზე პრეზიდენტი დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხებს. დღის მეორე ნახევარში საქართველოს პირველი პირი ქალაქ კრინიცაში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმსაც დაესწრება, რომელსაც 50-მდე ქვეყნის 300-მდე სხვადასხვა რანგის სტუმარი და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი დაესწრება. პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედერები. მიხეილ სააკაშვილი კრინიცაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკსა და მოლდოვას პრემიერს ვლად ფილატს შეხვდება.

კრინიცაში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მთავარი მიზანია ევროკავშირის შიდა განვითრება, ასევე სუსტი რეგიონებისა და პარტნიორებისათვის დახმარების გაწევა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)