სიახლეები
01.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს
საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის, უმცროსი სერჟანტის რეზო ბერიძის გარდაცვალების გამო. იგი ჰელმანდის პროვიცნიაში პატრულირების დროს თალიბების თავდასხმისას მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
მიხეილ სააკაშვილი სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს, მის თანამებრძოლებსა და ქართველ ხალხს.
რეზო ბერიძე მე-3 ქვეითი ბრიგადის შემადგებლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვიცნიაში მსახურობდა.