სიახლეები
06.09.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ზინაიდა კვერენჩხილაძის ოჯახს მიუსამძიმრა
aaaaaaaaaaaa
საქართველოს პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოხატა უბადლო მსახიობისა და შემოქმედის ზინაიდა კვერენჩხილაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარი გამოუცხადა მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სამძიმრის წერილში, რომელიც პრეზიდენტმა ზინაიდა კვერენჩხილაძის ოჯახს გაუგზავნა, ხაზგასმულია, რომ იგი იყო არა მხოლოდ დამსახურებული ხელოვანი და მსახიობი, არამედ შესანიშნავი პიროვნება და პედაგოგი.
„ქალბატონი ზინაიდა ქართული თეატრის გამორჩეული სახე იყო. მისი განუმეორებელი ნიჭით, თვითმყოფადობით აღბეჭდილი კულტურული მემკვიდრეობა, რომელზეც თაობები აღიზარდა, აღსავსეა სილამაზითა და სიყვარულით. სრულიად საქართველოსთან ერთად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.