Google+

სიახლეები

17.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა შატილის კომპლექსი დაათვალიერა

მიხეილ სააკაშვილმა შატილში დღეს  35 ციხე-კოშკისგან შემდგარი, შუა საუკუნეების კომპლექსი დაათვალიერა. პრეზიდენტმა კომპლექსის დაზიანებული ნაწილი მოინახულა და მისი აღდგენის სამუშაოების პროექტით დაინტერესდა.

“რეალურად, ეს არის ჩვენი არსი, ჩვენი შინაარსი, ეს არის საქართველო. ძალიან ბევრი ძეგლი აღვადგინეთ, ამაზე ბევრად რთული ძეგლები აღგვიდგენია, აქ მხოლოდ ერთი კედელია დაზიანებული, რომლის გამაგრებით მთელი კომპლექსი გამაგრდება. პერუში ვიყავი მაჩუ პიკჩუში, რომელიც ამავე ეპოქის ძალიან საინტერესო ძეგლია, მაგრამ ეს ბევრად უფრო შთამბეჭდავია. ის მსოფლიო სასწაულად მიიჩნევენ. საქართველოს სათანადადოდ არ იცნობენ, თორემ, რეალურად, წარმოუდგენლად შთამბეჭდავი კომპლექსია ესეც და მისი მსგავსი რამდენიმე ძეგლი საქართველოში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შატილში პრეზიდენტი ტურისტებსაც გაესაუბრა. ქვეყნის პირველ პირს მეგზურობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი უწევდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტული დავალებები მისცა.

აღდგენის სამუშაოები შატილის კომპლექსში ორ დღეში დაიწყება. სამუშაოებს სპეციალისტები იმ მეთოდებით წარმართავენ, რომელიც ისტორიულ ძეგლს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)