Google+

სიახლეები

30.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბორჯომს ესტუმრა და იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს პირადად გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი კურორტის ქართველ და უცხოელ დამსვენებლებს შეხვდა და მათ ბორჯომის ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინა და მათ დახმარებას დაჰპირდა. ქვეყნის პირველმა პირმა ბორჯომის პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერა.  

„ბორჯომში იმდენი დასაქმებული, რამდენიც ახლა იქნება, კომუნისტების დროსაც კი არ იყო. პირველ ეტაპზე დასაქმებულია 700-მდე ადამიანი, ხოლო, საბოლოოდ, 1200-მდე ადამიანი დასაქმდება. შენდება ლამაზი სასტუმროები და ხიდი, რომელიც ძალიან უხდება აქაურ ინფრასტრუქტურას. საჭიროა გაიხსნას ბევრი მაღაზია, რადგანაც კურორტის რეაბილიტაციის პროექტის  დასრულების შემდეგ ჩვენ მთელ მსოფლიოში სარეკლამო კამპანიას დავიწყებთ. ბორჯომში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა ევროპიდან, ამერიკიდან და აზიიდან. ამიტომ, ყოველი ნაბიჯზე საჭიროა მაღაზიები და პატარ-პატარა კაფეები. გაიზრდება ბინების ფასები, მოსახლეობას მცირე ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა მიეცემა და ბევრად მეტი კრედიტის აღებას შეძლებენ",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამ ეტაპზე ბორჯომში ხუთი სასტუმრო შენდება, რომელთაგან სამი სექტემბრისთვის გაიხსნება, ხოლო ორი - წლის დამლევამდე.  ოთხ და ხუთვარსკვლავიან სასტუმროები 100-150 ნომრიანი იქნება. სამშენებლო სამუშაოებზე, ამჟამად, 500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მთი ამოქმედების შემდეგ კი, 700 სხვადასხვა პოზიციაზე, 500 ადგილობრივი დასაქმდება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)