Google+

სიახლეები

12.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა და აშშ-ის სენატორმა საზოგადოებას მიმართეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი პირველი დიდი ამერიკული ინვესტიცია, რომელიც საქართველოში განხორციელდა.

ამისთვის მსურს სენატორ ლუგარს დიდი მადლობა გადავუხადო.

აქ გაიზრდება ქართველი მეცნიერებისა და ახალი ქართველი და რეგიონალური მეცნიერების მთელი სკოლა. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელოვანი ობიექტი.

მინდა სენატორ ლუგარს დიდი მადლობა გადავუხადო იმისთვისაც, რომ მას ჩვენი დაღუპული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად  დღეს სამკერდე ნიშანი უკეთია.

ამერიკისთვის იგი ძალიან დიდი მოღვაწეა. ის მართლაც მნიშვნელოვანი პიროვნებაა თავისი ქვეყნისთვის და ახლა უკვე საქართველოსთვისაც.

 

აშშ-ის სენატორი რიჩარდ ლუგარი:

ჩემთვის ბევრს ნიშნავს მეგობრობა, თანამშრომლობა და პარტნიორობა საქართველოს ხალხთან.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ისტორიაში დადგა ცვლილებებისა და რისკების უპრეცედენტო ერა.

მე ვმუშაობდი იმისთვის, რომ სრულად გვესარგებლა ამერიკისთვის არსებული შესაძლებლობით და გაგვენეიტრალებინა ის ქიმიური თუ ბიოლოგიური ცოდნისა და მასალების არსებული მარაგი, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში იყო.

ნან-ლუგარის პროგრამა არის ტრიუმფი იმ თვალსაზრისით, რომ აქ ბევრი რაკეტა, ქობინი, ქიმიური შეიარაღება თუ ბიოლოგიური პათოგენები არის ჩაკეტილი ან განადგურებული.

ამ ბაზისზე ამერიკა კონსტრუქციულად ერევა ყოფილ მეტოქეებთან, მოწინააღმდეგეებთან და ახალ პარტნიორებთან, რათა გვქონდეს საერთო ხედვა და პერსპექტივა, გამოვიკვლიოთ და დავამარცხოთ ახალი საფრთხეები.

მოხარული ვარ იმ პროგრესით, რაც აქ ვნახეთ.

ამ ლაბორატორიას აქვს პოტენციალი გახდეს კვლევების ზედამხედველობის რეგიონული ცენტრი ბიოუზრუნველყოფის სფეროში.  

ამერიკა მომხრეა დაავადებათა ზედამხედველობის რეგიონული კონცეფციისა და ის მხარს დაუჭერს ამ ქვეყანას ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და იბრძოლოს ადამიანებისა თუ ცხოველების დაავადებების წინააღმდეგ.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)