სიახლეები
30.09.2013
საქართველოს პრეზიდენტმა სოჭის ლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ კომენტარი გააკეთა
მიხეილ სააკაშვილმა სოჭის ლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ უარის თქმის შემთხვევაში, ოლიმპიური კომიტეტისგან ქვეყანას არავითარი სანქცია არ დაეკისრებოდა. პრეზიდენტის განცხადებით, ოლიმპიადაში მონაწილეობა რუსეთის ხელისუფლებისთვის კარგი შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ დაამციროს საქართველო და ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის პოლიტიკური ფასი... იქ აუცილებლად დაგვახვედრებენ ე.წ. ოსურ და აფხაზურ დელეგაციებს და აუცილებლად ააფრიალებენ მათ დროშებს. პუტინი აუცილებლად გამოიყენებს ყველა საცირკო ილეთს, რაც ასე ძალიან ეხერხება. ოლიმპიადის სტუმრებისთვის აუცილებლად მოაწყობენ ექსკურსიებს აფხაზეთის ტერიტორიაზე... ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ყველანაირად აგვიგდებენ აბუჩად. ეს მათ კარგად გამოსდით, სხვაგვარად არ შეუძლიათ. ეს არის მათი სტილი... რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების არასრულფასოვნების კომპლექსიდან გამომდინარე და საქართველოსთან და სამეზობლოსთან ქიშპობის გამო, ერთადერთი მეთოდი, რაც მათ შეუძლიათ, არის დამცირება... აი, ასეთი „კარგი შანსი“ მიეცემათ მათ საქართველოს დამცირებისთვის, რასაც აუცილებლად გამოიყენებენ კიდეც! თქვენ გგონიათ პუტინი ამას არ გამოიყენებს?! რა თქმა უნდა, გამოიყენებს! როდესაც ამას ვაფორმებთ როგორც დიპლომატიურ გარღვევას, რუსეთისთვის ეს არის კიდევ ერთი მინიშნება იმისა, რომ მზად ვართ ე.წ. ახალი რეალობის მისაღებად. ახალი რეალობა კი არის დაქუცმაცებული საქართველო. ქართველი ხალხია მას არ მიიღებს, საქართველოს მთავრობა კი უნდა მიჰყვეს მის ნებას. არ უნდა გაგვიტაცოს ჩიხურმა გზამ, რადგან იმ გზის იქით ახალი ჰორიზონტები ნამდვილად არ იშლება. თუკი ამ ოლიმპიადაში მონაწილეობას არ მივიღებდით, ოლიმპიური კომიტეტიდან არანაირი სანქცია არ დაგვეკისრებოდა“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.