Google+

სიახლეები

05.06.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მონაწილეებს მიმართა

მოგესალმებით.

მივესალმები იმ ფაქტს, რომ გარკვეული პაუზის შემდეგ, რომელიც განპირობებული იყო არჩევნებით, მთავრობის შეცვლით და სხვადასხვა პოლიტიკური რეალობით, ჩვენ  შევძელით ეროვნული უშიშროების საბჭო ხელახლა შეკრება.

ვფიქრობ, ეს ფორმატი ხელისუფლების ყველა შტოს, ყველა პოლიტიკურ ძალას საშუალებას გვაძლევს ერთად დავსხდეთ და ვისაუბროთ საქართველოს წინაშე არსებულ იმ მთავარ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება, ასევე იმ მთავარ საკითხებზე, რომლებიც ჩვენს ხალხს აღელვებს.

დღევანდელი დღის წესრიგი განპირობებული არის იმ პროვოკაციებით, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია საოკუპციო ხაზის გასწვრივ აწყობს; ასევე იმ თემებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის დამპყრობლის მცდელობებს, იაროს სხვადასხვა ქვეყნებში და მოიპოვოს უკანონო მისი ოკუპაციის აღიარება -  ჩვენი განუყოფელი ტერიტორიული ნაწილების ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა.

ამ საკითხებზე ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ და ამიტომ მსგავსი შეკრებები მუდმივად უნდა გავაგრძელოთ.

ჩვენ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი ასეთ თემებთან დაკავშირებით და ეს არის ის საკითხები, რომლებიც ყველას თანაბრად გვაღელვებს, რადგან ყველანი ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ.

უშიშროების საბჭოს მნიშვნელოვანი წევრია პრემიერ-მინისტრი და იმედს გამოვთქვამ, რომ შემდეგ შეკრებებს ისიც დაესწრება.

ე.წ საზღვრის დადგენის  მცდელობის თაობაზე, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, უკანონო საუკუპაციო ზოლისა და რუსეთის საოკუპაციო ქმედებების ირგვლივ, კომენტარს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გააკეთებს.

ამას გარდა, ერთმანეთს გავუზიარებთ მოსაზრებებს არაღიარების პოლიტიკის შესახებ, ასევე იმ  ბოლო ვიზიტების თობაზე, რომლებიც მქონდა, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად.

ეს აუცილებელია, რათა  ამ პროცესის შეჩერება ყველამ  ერთად  შევძლოთ, ისე, როგორც ეს აქამდე ხერხდებოდა.

დღეს სწორედ ამ ძირითადი საკითხების გამო შევიკრიბეთ. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)