Google+

სიახლეები

07.12.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და მძიმე დაავადებების მქონე პატიმართა ჯგუფის შეწყალების თაობაზე განცხადება გააკეთა.

„როგორც  მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინათ, პრეზიდენტს თხოვნით მიმართა სასაჯელაღსრულების მინისტრმა,   მსჯავრდადებულთა ერთი ჯგუფის შეწყალების თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, გასული რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართა აქტიური მუშაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურებსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის. სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის  შედეგად, პრეზიდენტმა დღეს გამოსცა აქტი 92 მსჯავრდადებულის შეწყალების თაობაზე. შეგახსენებთ, რომ  საქმე შეეხება იმ მსჯავრდადებულებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე ან უკიდურესად მძიმეა საიმისოდ, რომ მათ შესაბამისი სასჯელის მოხდა გააგრძელონ სასაჯელაღსრულების  დაწესებულებებში“, - განაცხადა მანანა მანგჯგალაძემ.  

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)