Google+

სიახლეები

06.12.2012
საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის ვარშავაში დღეს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც ბრონისლავ კომოროვსკიმ შეხვედრისას აღნიშნა, პოლონეთი კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ლიდერებმა საქართველოს ბოლოდროინდელი  შიდაპოლიტიკური მოვლენებიც განიხილეს. პოლონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ განხორციელებული რეფორმებისა და დემოკრატიულად გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ვილნიუსში გაიმართება, ასოცირებული წევრობის თაობაზე შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ექნება.   

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი პოლონეთის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო, რომლის ფარგლებში ქვეყნის პირველი პირი ვარშავასა და კრაკოვში საერთაშორისო კონფერენციებში მიიღებს მონაწილეობას და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)