Google+

სიახლეები

01.10.2012
საარჩევნო პროცესს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს რამდენიმე ქალაქში აკვირდებოდა

საქართველოს პრეზიდენტი დილიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქალაქებს სტუმრობდა. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ უბანზე მისცა ხმა, იგი საარჩევნო პროცესს ქუთაისში, მესტიაში, ამბროლაურში, ხაშურში, გურიასა და ფოთში აკვირდებოდა. როგორც მან აღნიშნა, ეს ისტორიული დღეა და ყველაზე დიდი მნიშვნელობა ახლა საზოგადოების აქტიურობას ენიჭება. მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობითაც დაინტერესდა. ეს დღე მან იმ ფოთელ ახალგაზრდებსაც მიულოცა, რომლებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობდნენ.

 „მინდა, რომ ყველგან საკუთრი თვალით ვნახო ეს მართლაც ისტორიული პროცესი. ძალიან კარგი დღეა, ხალხიც აქტიურია, ძალიან მხნედაა და ძალიან გაბედულად“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირი იმ ტურისტებსაც გაესაუბრა, რომლებიც არჩევნების დღეს აღმოჩნდნენ საქართველოში და მათთან ერთად სამახსოვრო სურათებიც გადაიღო. საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის განვითარების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ მსოფლიო რუკაზე საქართველო უკვე დამკვიდრდა ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყნად.

შეხედეთ რამდენი ტურისტია, მესტიაც სავსეა და რაჭაც. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო რუკაზე საქართველო უკვე დამკვიდრდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ძალიან კარგი გარემოა, რაც ნიშნავს იმას, რომ შემოსავალიც მეტია... გამიხარდა ტურისტების დანახვა - მათ არც არჩევნები აწუხებთ და არც სხვა რამ, მაგრამ მოდიან და ჩერდებიან აქ...“ - აღნიშნა მან.

 

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმსა და ხელვაჩაურში გადაინაცვლა და საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მიმდინარეობითაც დაინტერესდა. ქვეყნის პირველი პირი ამომრჩეველთა აქტივობით აქაც დაინტერესდა და მოსახლეობასაც გაესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ამ არჩევნებით თითოეული ოჯახის ბედი წყდება. 

„დღეს მთელი საქართველო მოვიარე და მინდოდა, ბათუმელებისთვისაც მეთქვა, რომ ახლა სახლში დარჩენის დრო არ არის. ეს ძალზე მნიშვნელოვანი დღეა. ეს ქალაქი მართლაც არის საქართველოს გვირგვინი და თუ ამ ქალაქში არ იქნება აქტივობა, სად უნდა იყოს?! დანარჩენებსაც მინდა ვუთხრა, რომ ყველა მივიდეს საარჩევნო უბნებზე, რადგან ამ არჩევნებზე წყდება საქართველოს ბედი არა მხოლოდ 4 წლის, არამედ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. ძალიან მშვიდი და წყნარი გარემოა, საარჩევნო პროცესი ძალიან ორგანიზებულად მიმდინარეობს, რაც რეალურად იგრძნობა და ეს  ძალზე მახარებს. ახლა წყდება საქართველოსა და ამ კუთხის, ამ ქალაქის - ჩვენი სიამაყის ბედი. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)