Google+

სიახლეები

16.09.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბაგრატის განახლებული ტაძრის კურთხევის ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრო და იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. უპირველესად, მან მადლობა გადაუხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ილია მეორეს როგორც ბაგრატის ტაძრის აღდგენის, ისე, ზოგადად, ტაძრების აღდგენა-აშენების ინიციატივისთვის. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ეს არის ტაძრების აღორძინების პერიოდი - „ტაძრების, არა მხოლოდ როგორც შენობების, არამედ როგორც საგანმანათლებლო ცენტრებისა“. მიხეილ სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ილია მეორის განსაკუთრებული წვლილი ქართული პატრიოტიზმისა და სულისკვეთების გაღვივების საქმეში.

საქართველოს პრეზიდენტმა იმ პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებსაც მიმართა, რომლებიც ბაგრატის განახლებული ტაძარის კურთხევაზე შეიკრიბა, როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა საკითხებში განსხვავებული აზრის მიუხედავად, ყველა უნდა გაერთიანდეს საქართველოს გამთლიანების იდეის ირგვლივ, აღარასდროს არავინ არ უნდა დააყენოს პირადი ინტერესები საზოგადოებრივზე მაღლა და ყველამ იმ დიდი გზით უნდა იაროს, რომელსაც საქართველოს გაძლიერება და გაერთიანება ჰქვია. მისი თქმით, სწორედ ერთმანეთის მხარში დგომით შეიძლება ამ უდიდესუ მიზნის მიღწევა.   
ტაძარში საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან და უმცროს ვაჟიშვილთან ერთად მივიდა.


ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)