Google+

სიახლეები

15.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მუხიანისა და გლდანის დამაკავშირებელი გზის ახალი მონაკვეთი გახსნა

მიხეილ სააკაშვილმა დღეს მუხიანი-გლდანის დამაკავშირებელი გზის ახალი მონაკვეთი გახსნა, რომელიც შეშელიძისა და გობრონიძის ქუჩებს აკავშირებს. პრეზიდენტი საჭეს თავად მიუჯდა და ახალი გზა თბილისის მერთან ერთად გამოსცადა.  ქვეყნის პირველმა პირმა მასთან ახალი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც გიგი უგულავამ პრეზიდენტს განუმარტა, ეს გზა ძალიან დიდ მონაკვეთს ჭრის და მნიშვნელოვანია ქალაქის განტვირთვის თვალსაზრისითაც. მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებითაც დაინტერესდა და წყალმომარაგებისა და ნაკვეთების დაკანონების საკითხებსაც შეეხო. ამასთან დაკავშირებით, თბილისის მერისგან მან დეტალური ინფორმაცია მიიღო - როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, მიწების დაკანონების პროცესი მიმდინარეობს, ხოლო რაც შეეხება წყალმომარაგებას, თბილისის მოსახლეობას, ამ მხრივ, პრობლემა აღარ აქვს.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)