სიახლეები
10.09.2012
საქართველოს პრეზიდენტს ოთხი ქვეყნის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩებმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს
პრეზიდენტის სასახლეში დღეს რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. მიხეილ სააკაშვილს რწმუნებათა სიგელები ოთხი ქვეყნის დიპლომატებმა გადასცეს: ბულგარეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა პლამენ ლუბომიროვ ბონჩევმა, ისრაელის სახელმწიფოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა იუვალ ფუქსმა, ესტონეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა პრიიტ ტურკისმა და ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.