Google+

სიახლეები

09.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში განხორციელებული საგზაო პროექტები დაათვალიერა

მიხეილ სააკაშვილმა თბილისის ცენტრში ახლადგაკეთებული იყალთოს მთის გვირაბი და მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი სატრანსპორტო კვანძები დღეს გიგი უგულავასთან და თბილისის მოსახლეობასთან ერთად ტურისტული ავტობუსით დაათვალიერა. დედაქალაქის მერმა საქართველოს პრეზიდენტს, გზად, ახლადგანხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, თბილისი დროთა განმავლობაში სულ უფრო თანამედროვე ქალაქი ხდება - უახლესი ესტაკადებით, დასასვენებელი პარკებითა და დახვეწილი შენობებით. მან ისიც დასძინა, რომ საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, ახლა მოსახლეობის კომფორტული მგზავრობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, გზების თვალსაზრისით, თბილისი ორ-სამ სართულიანი ქალაქი ხდება.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი და თბილისის მერი კოსტავას ქუჩაზე მერიის ინიციატივით მოწყობილ იაფ სავაჭრო ობიექტსაც ესტუმრნენ. მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობასაც შეხვდა და მათი აზრით დაინტერესდა. საუბრისას, პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ობიექტებში აუცილებელია კახეთიდან შემოტანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემოტანა, რათა სტიქიით დაზარალებულ რეგიონს, პროდუქციის რეალიზაციაში ამგვარადაც შეეწყოს ხელი.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)