სიახლეები
15.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა რუსთავის მოსახლეობას ქალაქის განვითარების გეგმები გააცნო
საქართველოს პრეზიდენტი დღეს რუსთაველებს შეხვდა და მათ ქალაქის განვითარების გეგმებზე ესაუბრა. სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება იმ დიდ ტრადიციებზე გაამახვილა, რომლითაც საქართველოს ეს შედარებით ახალგაზრდა ქალაქი ფასობს. პრეზიდენტის განცხადებით, რუსთავი ქართული საინჟინრო სკოლის, ინდუსტრიის მთავარი ცენტრია და ქვეყნისთვის მას დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, აქ უკვე ბევრი რამ გამოსწორდა და ის ინფრასტრუქტურული პროექტები ჩამოთვალა, რომლებიც უკვე განხორციელდა. თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა რუსთავი საცხოვრებლად საუკეთესო და ყველაზე კომფორტული ქალაქი გახდეს. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებს თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებაც მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით, დღეს ისტორიული საქმე დაიწყო.
ქვეყნის პირველმა პირმა რუსთაველებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც წარუდგინა, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრას პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდა და მას წარმატება უსურვა.