Google+

სიახლეები

10.07.2012
მიხეილ სააკაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბათუმის იუსტიციის სახლში ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა და ლამბერტო ზანიერიმ ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითრებაზე იმსჯელეს. მხარეებმა ევროპული ფასეულობების შესახებაც ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში მოახლოებული არჩევნები იყო. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ინსტიტუტებიდან ქვეყანაში ბევრი დამკვირვებელი ჩამოვიდეს, რათა დააკვირდნენ როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პროცესს, ისე არჩევნების მიმდინარეობას. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი და თავად არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად წარიმართოს. თავის მხრივ, ლამბერტო ზანიერიმ ქვეყნის პირველ პირს ამ საკითხში მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ საქართველოში რამდენიმე ათეული დამკვირვებელი წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდება და დამატებით რამდენიმე ათეული - არჩევნების მიმდინარეობას.

ლამბერტო ზანიერი საქართველოში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებსაც გაეცნო და ბათუმის იუსტიციის სახლი დაათვალიერა. ეუთო-ს გენერალური მდივანი იმ მომსახურებითაც დაინტერესდა, რომელსაც იუსტიციის სახლები მომხმარებელს სთავაზობს.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)