Google+

სიახლეები

07.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის საგარეო პოლიტიკას შორის პარალელი გაავლო

 

წარჩინებულ მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა ჰილარი კლინტონის ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საგარეო პოლიტიკის საკითხებზეც გაამახვილა და ამ თვალსაზრისით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის პარალელიც გაავლო.  

„ხშირად ამბობენ, რომ ამერიკა და რუსეთი ორივე ერთია. როგორ არის ერთი?! ამერიკა ამბობს, რომ არმია უნდა შევქმნათ, თქვენი ტერიტორიები უნდა გათავისუფლდეს - იმას რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება. აშშ ამბობს, რომ   საქართველოში  დემოკრატია და თავისუფლება  უნდა იყოს და ქვეყანა უნდა განვითარდეს. მომავალ წელს აშშ ჩვენს სკოლებში ათეულ  მილიონ  დოლარს დებს, რასაც ჩვენც დავამატებთ თანხას და საქართველოში უკლებლივ ყველა სკოლა იქნება ისეთი, რომ ევროპელებიც შემოგვნატროდნენ. რაც მთავარია, ეს ქვეყანა არაფერს გაძალებს. საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ჩვენ გვაქვს ავტონომია იმის მიუხედავად, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ძირითადად, თანხვედრა გვაქვს და არასდროს არ გვიწერს, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ამერიკამ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საქართველომ კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარა. ამის გაკეთება მათ არასდროს დაუძალებიათ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ  საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით და ასევე, ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არ იყო სწორი­ გადაწყვეტილება. რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკა გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შენი თავისუფლება და შენი პოლიტიკა გქონდეს და გადაწყვეტილებები თავად მიიღო. ყველაზე მთვარი კი ის არის, რომ მას სურს წარმატებული და განვითარებული იყო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)