Google+

სიახლეები

07.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მშენებლობებზე მომხდარი უბედური შემთხვევების გამო მწუხარება გამოთქვა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების გაძლიერება კატეგორიულად მოითხოვა და აღნიშნა, წესების დარღვევის გამო  მშენებლობებზე ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა დაემუქროს. საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა იმ უბედური შემთხვევების გამო, რომლებსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათგან ერთ-ერთი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე შენობის ხარაჩოს ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო მეორე - პირველი კლინიკური (არამიანცის) საავადმყოფოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი ნაგებობის დემონტაჟის დროს.  

„ეს საკითხები ძალიან მაწუხებს, რადგან, ერთი მხრივ, საქართველოს ისტორიაში ასეთი მასშტაბის მშენებლობა არასდროს არ ყოფილა. ეს ხდება ამდენწლიანი უმოქმედობისა და უმუშევრობის ფონზე და ამიტომ ყოველთვის ამას ძალიან ფრთხილად ვეკიდები ამ საკითხს. ერთი მხრივ, ყველაფერი სასწრაფოდ უნდა ავაშენოთ, ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც პარლამენტის მშენებლობას ვასრულებდით, ბოლო კვირაში რამაზ ნიკოლაიშვილს ყოველდღე ვურეკავდი და ვეუბნებოდი, რომ უსაფრთხოების წესებისთვის ყურადღება მიექციათ. იქ მიმდინარე მშენებლობას რამაზი ადგა თავს, მაგრამ ყველა მშენებლობაზე პირადად ვერ იქნება. ვნახე ის, რაც გუშინ საავადმყოფოში მოხდა. იქ არც განათება იყო დაცული და არც სხვა ელემენტარული წესები, რამაც ძალიან გამაბრაზა. ყველა იმ ხელმძღვანელი პირის მიმართ უნდა დაისვას სისხლისმართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც მათ უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს. არაფრია სიცოცხლეზე ძვირფასი და არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ უნდა შეექმნას საფრთხე. ტექნიკური სასწავლებლები იქმნება იმისთვის, რომ  მაღალი კვალიფიკაციის მქონე პეციალისტები გვყავდეს და მსგავსი რამ არ ხდებოდეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)