Google+

სიახლეები

07.06.2012
საქართველოს პრეზიდენტი სერთიფიცირებულ პედაგოგებსა და წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მასწავლებლის სახლში წარჩინებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და პროექტებს შეეხო. მან ყურადღება იმ სიახლეებზე გაამახვილა, რომელიც ამ სფეროში უახლოეს პერიოდში დაინერგება. კერძოდ, ახალ საგამოცდო სისტემაზე ისაუბრა, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება. ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტები წელს უკანასკნელად ჩააბარებენ,  2013 წლიდან კი, უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრა მხოლოდ სკოლის საატესტატო გამოცდების საფუძველზე იქნება შესაძლებელი, რასაც დაემატება გამოცდა ზოგად უნარებში.  პრეზიდენტის თქმით, გამოცდების 8+1 პრინციპი ბევრად უფრო სამართლიანი იქნება, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში გამოცდის ხელახლა ჩაბარება და სასურველი შედეგის მიღწევა აბიტურიენტს წელიწადში რამდენჯერმე შეეძლება. სკოლის საატესტატო გამოცდებს, კვლავაც უზრუნველყოფს და უხელმძღვანელებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.    

შეხვედრის დასასრულს, მიხეილ სააკაშვილმა წარჩინებული მოსწავლეები საქართველოში დამზადებული ლეპტოპებით დაასაჩუქრა, ხოლო პედაგოგებს წარმატებული მასწავლებლის სერთიფიკატები გადასცა. წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება  პრეზიდენტის ეროვნული პროგრამის ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში რამდენიმე წელია ხორციელდება. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)