Google+

სიახლეები

12.05.2012
საქართველოს პრეზიდენტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პეტროს ეფთიმიუს შეხვდა

ბათუმში დღეს საქართველოს პრეზიდენტისა და   ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პეტროს ეფთიმიუს შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და პეტროს ეფთიმიუმ  საქართველოსა და   ეუთოს საერთაშორისო ასამბლეის შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიოტირიებზე, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის აღდგენის აუცილებლობაზე და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობის აუცილებლობაზე  გაამახვილეს ყურადღება.  ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის რაც შეიძლება დიდი რაოდენობით უცხოელ დამკვირვებელს უმასპინძლოს საპარლამენტო არჩევნების პროცესში, რაც დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების გარანტი იქნება.

,,მინდა ძალიან დიდი მალდობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, ველით ბევრ დამკვირვებელს არამხოლოდ არჩევნების დღეებში, არამედ ხანგრძლივი პერიოდით. ეს საქართველოს დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვენლვანია. გვინდა, რაც შეიძლება ბევრი თვენთაგანი ჩამოვიდეს და დააკვირდეს პროცესს, ასევე გაგვიზიაროთ რჩევები, თუ როგორ გავაუმჯობესოთ და როგორ გავხადოთ უფრო გამჭირვალე არჩევენები, რათა არ მივცეთ საშუალება იმ ადამიანებს ,რომელთაც დემოკრატიიისთვის ძირის გამოთხრა სურთ თავის მიზნებს მიაღწიონ. ჩვენ გვსურს პროცესი იყოს სამართლიანი და გამჭირვალე. ამ თვალსაზრისით, თქვენ დასწრებას უდიდესი მნიშვენოლობა აქვს’’- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრისას.

 ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა   პეტროს ეფთიმიუმ, თავის მხრივ, საუბრისას ყურადღება  საქართველოში ბოლოდროინდელ  წარმატებებზე და გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა. მანვე, ეუთოს სახელით  მზადყოფნა გამოთქვა კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოსთან  დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის . შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთიდან არსებული საფრთხეები და გამოწვევები, ასევე  მათი მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები იყო. ეუთოს სახელით პეტროს ეფთიმიუმ, კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოსადმი მხარდაჭერა და  ორგანიზაციის ცალსახა პოზიცია, აღდგეს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მოქმედება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)